არჩევნები Facebook-ზე
Facebook-ის ადმინისტრაციამ FBI-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სულ ცოტა ხნის წინ, 4 ნოემბერს, (აშშ-ის შუალედური არჩვებისთვის) წაშლილი იქნა 99 ინსტაგრამ პროფილი, 36 ფეისბუქ პროფილი და 6 ფეისბუქ გვერდი. აღსანიშნავია რომ ერთ-ერთ პროფილს 600 000-მდე გამომწერი ჰყავდა. FBI-ს ნობით ეს ობიექტები მართულნი იყვნენ უცხოეთიდან და დაახლოებით 4500 $ ხარჯავდნენ სხვადასხვა რეკლამაში. ასევე ცნობილია რომ ასეთი პროფილები ინფორმაციის გავრცელების მიზნით იყენებდნენ ისეთ ჰეშთეგებს როგორებიცაა #DonaldTrump, #MakeAmericaGreatAgain, #GayPride, #Feminism და #BlackPride.

რა გავლენას ახდენს სოციალური მედია პოლიტიკურ პროცესებზე?

ჩვენ ვხედავთ გლობალიზაციის იმგვარ პროდუქტს, რომელსაც გადაჰყავს ტრადიციული მედია, ვირტუალურ ანუ კიბერ სივრცეში, რომელიც საშუალებას აძლევს ღიად გამოხატოს საკუთარი მოსაზრება კონკრეტულ საკითხის მიმართ, ასევე დაგეგმოს სხვადასხვა(მათ შორის პოლიტიკური) აქტივობები, უბიძგოს თანამოაზრეებს რეაგირებასა ან თუნდაც შეკრებისაკენ.

მოკლედ, პოლიტიკური აქტივობების კეთებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, სოციალურმა მედიამ ახალ საფეხურზე აიყვანა სამყარო, თუმცა ამ თავისუფლებას ბუნებრივია ახლავს გარკვეული რისკები.

წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ბუნებრივია ამ პროცესმა სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. ქართველი ამომრჩევლის უმეტესობათვითგამოხატვისათვის, ერთი შეხედვით, უპირატესობას Facebook ანიჭებს.
სოციალური ქსელების გავლენაზე
მეტყველებს სასჯელაღსრულების სამინისტროს ტენდერის დოკუმენტაციის ერთ-ერთი პუნქტიც, რომელიც "სოციალური ქსელის 10 აქტიური მომხმარებლის ჩართულობას სამინისტროსთვის საინტერესო თემებზე წინასწარ შეთანხმებული გეგმითა და მიმართულებით" გულისხმობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ კლიპ-არტთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მედიაგავრცელების კომპანიამ სხვა პუნქტებთან ერთად (რუბრიკის შექმნა, სტატიის მომზადება და ა.შ.) ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქეების პოზიტიური პოსტები, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო "ყიდულობს" "კმაყოფილი"ამომრჩევლის კომენტარს ან პოსტს, რომელიც ქმნის პოზიტიურ კონტენტს მესამე მოქალაქისათვის.

ყალბი პროფილების აქტივობებზე და მათ მობილიზებაზე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მეტყველებს კონკრეტულ ფაქტზე ერთნაირი მესიჯ-ბოქსით ტროლების მობილიზება, რომელზეც მედიის განვითარების ფონდი წერდა. (http://mediameter.ge/ge/content/pro-saxelisuplebo-trolebi-saprezidento-archevnebis-meore-turis-cin-0)

არჩევნების პირველი ტურში მონაწილეობა მიიღო 25-მა საპრეზიდენტო კანდიდატმა. რის შედეგადაც მეორე ტურში გადავიდნენ ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე(37.74%) და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი(38.64%).
არჩევნების მეორე ტური ჩატარდა ოთხშაბათს, 28 ნოემბერს, რის შედეგადაც გაიმარჯვა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა - სალომე ზურაბიშვილმა, 59.52%-ით ანუ 1147701 ხმით, 780680-ის წინააღმდეგ.


2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სოციალური მედიით დაკვირვებამ ჩემში არაერთგვაროვანი ემოციები გამოიწვია. ქართული Facebook სივრცე გაცილებით უფრო პოლიტიზირებული აღმოჩნდა ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი.
სოციალური ქსელის მეშვეობით სააჩევნო აგიტაციაში ჩართულნი იყვნენ არა მხოლოდ ინდენტიფიცირებული კერძო პირები, არამედ სხვადასხვა გაურკვევლი წარმომავლობის გვერდები. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა როგორც პრო სახელისუფლებო, ასევე პრო ოპოზიციური ნარატივის მატარებელი Facebook გვერდები. გვერდები დაკავებულნი იყვნენ როგორც აგიტაციით, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატების მადისკრედიტირებელი ნარატივებით.
აღსანიშნავია რომ ასეთი ტიპის გვერდები შეიქმნა სპეციალურად წინასაარჩევნოდ, რაზეც მეტყველებს მათი შექმნის თარიღი.
განსაკუთრებით საგულისხმოა, სამართლიანი არჩევნების(ISFED) სოციალური მედია მონიტორინგის ანგარიში, რომლის მიხედვითაც მეორე ტურის წინ საპრეზიდენტო კანდიდატების დისკრედიტაციული გვერდების რაოდენობა გასამმაგდა.
ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, გვერდების კლასიფიკაცია და მათი რაოდენობრივად გამოსახვის პროცესში, გამოვლინდა კანდიდატების საწიინაღმდეგო, ყაბი მხარდამჭერებისა და მედიასაშუალების, ასევე ულტრანაციუნალისტური გვერდი.

მადისკრედიტირებელი მასალა შეიცავდა სხვადასხვა ტიპის მესიჯ-ბოქსს. შევეცდები ყურადღება გავამახვილო თითოეულ ტიპზე.
მადისკრედიტირებელი ნარატივის პირველ ტიპი ანუ მკაფიოდ დეზინფორმაციული მასალა, რომელიც მიმართულ იქნა ორივე კანდიდატზე, თუმცა განსხვავდებული შინაარსით.

თუ გრიგოლ ვაშაძის მიმართ დეზინფორმაცია დაკავშირებული იყო მის წარსულში დაკავებულ თანამდებობასთან, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, გაურკვეველი წარმოშობის Facebook გვერდებმა შემოგვთავაზეს ვითომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ცალსახად ატარებს ქსენოფობიურ ხასიათს.
მეორე ტიპის ნარატივთა ნაკრებში განვიხილავ შეტევებს საპრეზიდენტო კანდიდატთა პირად ცხოვრებასა და ოჯახის წევრებზე. მეორე ტიპში ვრცელდება როგორც ქსენოფობიური გამონათქვამები და შეფასებები(სალომე ზურაბიშვილის პირადი ცხოვრება და მისი შვილები), ასევე გენდერულად დისკრიმინაციული შინაარსის შარჟები(გრიგოლ ვაშაძის მეუღლის, ნინო ანანიაშვილის მიმართ).
ასევე, არ შეიძლება უყურადღებოთ დავტოვოთ ის ფაქტი თუ როგორ ცდილობდნენ გარკვეული გვერდები მიზანმიმართულ რელიგიური და პირადი ცხოვრების თემით მანიპულირებას და რელიგიის მაქსიმალურად შემოტანას საარჩენო კამპანიაში.
შემოგთავაზებთ ინტერვიუს არტემ ბაბიკთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - უკრაინის" დირექტორთან და StopFake-ის დამფიძნებელთან, რომელიც მოგვითხრობს ტროლებთან ბრძოლის მუშაობის სპეციფიკაზე და უკრაინულ გამოცდილებაზე.
ნაშრომის დასაწყისში მოვიყვანე კონკრეტული მაგალითი, იმის შესახებ თუ რა რეაგირება მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს მიერ გამოვლენილ ყალბ პროფილების - ანუ ინეტრნეტ ტროლების საქმეს. როგორც გამოცდილება გვკარნახობს, ასეთ ყალბი პროფილების(ინტენრნეტ ტროლების) მობილიზება, მიმართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე ზემოქმედებისკენ.
*ინტერნეტ ტროლი - არის პიროვენბა, როგმლიც სარგებლობს სოციალურ ქსელში შექმნილი ყაბი პროფილით, ავრცელებს დეზინფორმაციას, ახორცილებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შეცდომაში შეყავს მომხმარებელი.
მოგეხსენებათ მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, არჩევნების წინა პიროდში თან ახლავს ასეთი ტიპის ქმედებების მომძლავრება. წელს გამონაკლისი არც საქართველო არ ყოფილა.
რატომ არიან მოცემული პროფილები ტროლები?
მათი კომენტარი შეიცავს რამოდენიმე სიტყვას, მოწოდებას.
შემოიფარგლებიან სულ რომოდენიმე შეურაცმყოფელი, კონტექსტიტან ამოვარდნილი გამონათქვამით, არიან აგრესიულნი.
ისინი აგზავნიან კონკრეტული კანდიდატის საწინააღმდეგო გზავნილს.
ავრცელებენ კონკრეტულ გზავნილს, რომელიც მიმართულია საპრეზიდენტო კანდიდატების შევიწროვებასა და დისკრედიტაციისაკენ.
მათი პროფილების დათვალიერების შედეგად, ვერ ხდება რელური ადამიანის იდენტიფიცირება.
მათ არ გააჩნიათ რეალური ადამიანის მაიდინტიფიცირებელი ფოტო/ვიდეო, ხშირ შემთხვევაში ატვირთული აქვთ რაიმე კარიკატურა ან უსულო საგნი პროფილის სურათად. ვერ ხერხდება მათი სხვა აქტივობების ძიება გარდა მოცემული კომენტარისა.
მოცემული საარჩევნო სურათიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ეს არ იყო ის საარჩევნო კამპანია რისი მოლოდინიც რეალურად გვქონდა. იმ პოლიტიკური წესრიგით, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს გაწერილი, შემდეგი არჩევნები, ამჯერად უკვე საპარლამენტო, 2020 წელს უწევს. საინტერესოა 2020 წლისთვის შეიცვლება თუ არა არჩევნების პროცესი სოციალურ ქსელების კონტექსტში, დახვეწავენ თუ არა ინტერნეტ ტროლები/ბოტები მუშაობის ტაქტიკას და ზოგადად რა სურათს მივიღებთ შემდეგი არჩევნების ბოლოს. მომავალი ყველაფერს გვიჩვენებს.
მასალა მოამზადა გრიგორი აივაზიშვილმა
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website